აშშ-ის მიჩიგანის შტატის სასამართლომ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოზარდის, ითან ქრამბლის მშობლებს, რომელმაც სკოლაში სროლის შედეგად ოთხი მოსწავლე მოკლა. იუწყება CNN
ისინი მანამდე დამნაშავედ ცნეს არაგანზრახ მკვლელობაში.
ჯეიმს და ჯენიფერ ქრამბლები გახდნენ პირველი მშობლები, რომლებიც შეერთებულ შტატებში გაასამართლეს იმის გამო, რომ ვერ შეაჩერეს თავიანთი შვილი, რომელიც აშკარად არაადეკვატურ ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ორივემ სინანული გამოთქვა შვილის ქმედებებზე. თუმცა, კარენ მაკდონალდმა, სასამართლო პროცესების მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ ის ძალიან იმედგაცრუებული იყო, რომ მკვლელის მშობლებმა არ მოინანიეს.
„ის, რომ მათ განაცხადეს, რომ გამოთქვამენ სინანულს, ეს ცხადია და ჩვენ არ ვკამათობთ ამაზე.... მაგრამ დანაშაულის მსხვერპლთათვის ეს არ არის მნიშვნელოვანი... რაც მათ ყველაზე მეტად სურთ მოისმინონ, არის მონანიება. რაც მათი დანაშაულის აღიარებასა და ერთგვარ შერიგებას ან ბოდიშს ნიშნავს. მაგრამ ეს არ მოხდა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
მოსამართლე შერილ მეთიუსმა თქვა, რომ სასჯელის ხანგრძლივობა განპირობებული იყო მშობლების უუნარობით ან სურვილის არქონით, შეეჩერებინათ შვილი.
„ეს განაჩენი არ არის დაკავშირებული ცუდ აღზრდასთან. ის ეხება ქმედებებს, რომლითაც შეეძლოთ შეჩერება. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რამდენჯერმე შეეჩერებინათ იგი, სიგნალი სულ უფრო ძლიერდებოდა და მას უგულებელყოფდნენ”, -თქვა მან სასამრთლო სხდომაზე.
10-წლიანი პატიმრობის შემდეგ ქრამბლებს შეეძლებათ შეამდგომლობის დაყენება ვადამდე ადრე გათავისფლებასთან დაკავშირებით.. თუ მათ უარს ეტყვიან, 15 წლის შემდეგ გათავისუფლდებიან.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ქრამბლები არ რეაგირებდნენ მათი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების აშკარა ნიშნებზე. უფრო მეტიც, ნახევრად ავტომატური პისტოლეტიც კი უყიდეს, რომელიც მან გამოიყენა 2021 წლის სკოლაში სროლის დროს.
ითან ქრამბლი 15 წლის იყო, როცა ოთხი მოსწავლე მოკლა და შვიდი დაჭრა. ჩადენილი დანაშაულისთვის მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.