მაისის დასაწყისში ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა. წყაროების თანახმად, ის საფრანგეთში, სერბეთსა და უნგრეთში ჩავა.
მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერის ბუდაპეშტში ვიზიტი ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაადასტურა.
ევროპული ტურნეს ფარგლებში, სი ძინპინი, სავარაუდოდ, 5 მაისს საფრანგეთში ორი დღით ჩავა და შემდეგ ბელგრადს ეწვევა.
წყაროების ცნობით, ჩინეთის ლიდერი ბუდაპეშტში ბელგრადის შემდეგ გაემგზავრება.
ევროპაში დაგეგმილი ტურნე ჩინეთის ლიდერისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველი იქნება.