კანადის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი თავდაცვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდას და არქტიკაში არსებულ საფრთხეებზე გაძლიერებულ რეაგირებას. იუწყება Reuters
კანადის ახალი თავდაცვითი პოლიტიკა, „ჩვენი ჩრდილოეთი, ძლიერი და თავისუფალი“, მოითხოვს დამატებით 8,1 მილიარდი კანადური დოლარის ხუთი წლის და დამატებით 73 მილიარდი დოლარისგამოყოფას მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში.
კანადის მთავრობის შეფასებით, ახალი პოლიტიკის წყალობით, 2029-30 წლებისთვის სამხედრო ხარჯების მშპ 1,76%-მდე გაიზრდება.
„ეს არის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ძალისხმევის კუთხით, მივაღწიოთ მშპ-ის ორ პროცენტს, როგორც ამაზე ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.