საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაკრონი და სუნაკი შეთანხმდნენ „ცდელობების გააქტიურების მნიშვნელობაზე, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.
„მათ განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდის საკითხები“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის ადმინსიტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ სტეფან სეჟურნემ ერთობლივად მოუწოდეს მოკავშირეებს, მეტი გააკეთონ ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.