რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკის ასობით მცხოვრებმა ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა, როგორც ცნობილია, კაშხალი გაარღვა და ტეროტორიის დიდი ნაწილი დატბორა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაზრდას და აკრიტიკებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას.
აქციის მონაწილეებმა კომპენსაციის მოცულობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და ასევე განაცხადეს, რომ კაშხალი აშენებული იყო დარღვევებით, რამაც სტიქია გამოიწვია. ტელეგრამ-არხის „ოსტოროჟნო ნოვოსტის“ ცნობით, შეკრებილებმა ჩაწერეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ და დახმარება მოითხოვეს.
ადგილობეივი ტელეგრამ-არხების ცნობებით, შეხვედრის ჩატარებას პოლიციამ ხელი შეუშალა, უშიშროების ძალებმა კი შეკრებილებს უთხრა, რომ მათი აქცია უკანონო იყო. მოგვიანებით მომიტინგეების რაოდენობამ მოიმატა და მათთან მივიდა ქალაქის მერი და ქალაქის ადმინისტრაციაში საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
ტელეგრამ-არხის ცნობით, აქციის შედეგად არავინ დაუკავებიათ. მანამდე ორენბურგის ოლქის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს ღონისძიება არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.