რუსეთის სმოლენსკის ოლქში, საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, ამ დროს მასზე 2 მანქანა მოძრაობდა. დაშავდა ხუთი და დაიღუპა ერთი ადამიანი. ამასთან, დაზიანდა გაზსადენი.
როგორც მედია იუწყება, ჩაინგრა პანინის საავტომობილო ხიდი, რომელიც ვიაზმის ცენტრს ინდუსტრიულ ზონასთან აკავშირებs.
ხიდი პირდაპირ სარკინიგზო ლიანდაგზე ჩავარდა, რამაც და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.