დანიის მთავრობამ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასირებული თავდასხმების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 40 მილიონი დანიური კრონი (5 მილიონ ევროზე მეტი) გამოყო.
ამის შესახებ უკრაინული მედია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.
უწყება აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მარტში ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას განიცდიდა.
დანიის მიერ რუსული თავდასხმების გააქტიურება განიხილება, როგორც მიზანმიმართული მცდელობა საფრთხე შეუქმნას უკრაინის ენერგომომარაგებას, რაც აუცილებელია წყლისა და გათბობის სისტემების ფუნქციონირებისთვის, ჯანდაცვის სექტორისა და არმიის საბრძოლო მზადყოფნისთვის.
"უკრაინამ ეს ზამთარი ენერგომომარაგების თვალსაზრისით ნორმლურად გაიარა, მიუხედავად უწყვეტი თავდასხმებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა გააძლიერა მიზანმიმართული შეტევები და ჩვენ ვნახეთ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურება, - განაცხადა დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა დენ იორგენსენმა.