ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ სტეფან სეჟურნემ ერთობლივად მოუწოდეს მოკავშირეებს მეტი გააკეთონ ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა The Telegraph-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში.
ქემერონი და სეჟურნე აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აბსოლუტურად ნათელიად აცნობიერებენ, რომ უკრაინამ უნდა მოიგოს ომი, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ აწარმოებს.
"თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით. ახლა უკრაინის მხარდაჭერის უუნარობის ფასი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის ღირებულება", - აღნიშნავენ მინისტრები.
მთი თქმით, მსოფლიო ადევნებს თვალს და განსჯის ყველას, „თუ ჩვენ დავმარცხდებით“.
„როგორც განიხილეს პარიზის კონფერენციაზე თებერვალში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის ფედერაციის დასამარცხებლად... ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სხვა გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით, - განაცხადეს ქემერონმა და სეჟურნემ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტით ამ კვირაში გაემგზავრება და შეეცდება დაარწმუნოს კონგრესის წევრები, რომ საბოლოოდ ხმა მისცენ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის დაფინანსების გამოყოფას.
მანამდე ქემერონმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, მოახდინონ ზეწოლა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეზე.