ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალი“ მცირე სხვაობით ლიდერობს. იუწყება RMF24
IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიამ „კანონი და სამართალი“ ხმების 33,7% მოიპოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო კოალიციამ“ კი - 31,9%. მესამე ადგილს პარტია „მესამე გზა“ იკავებს ხმების 13,5 პროცენტით, ხოლო „მემარცხენეებმა“ ხმების 6,8% დააგროვეს.
მედია წერს, რომ ეს შედეგები ხელს შეუშლის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ძალაუფლების განმტკიცებაში.
დონალდ ტუსკი პოლონეთის ხელისუფლებაში ოთხი თვის წინ მოვიდა, დაპირებებით, რომ შეაჩერებდა დემოკრატიულ უკუსვლას, გააძლიერებდა ქალებისა და უმცირესობების უფლებებს, ასევე გააუმჯობესებდა კავშირებს დასავლელ მოკავშირეებთან.
ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პოლონელები უპირატესად დადებითად აფასებენ ახალი მთავრობის მუშაობის პირველ 100 დღეს ზოგიერთ სფეროში, მაგრამ არის ისეთი სფეროებიც, სადაც ჭარბობს უარყოფითი შეფასება.
ადგილობრივი არჩევნები პოლონეთში ფერმერების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების და სოფლის მეურნეობის იმპორტისა გამო უკრაინასთან კონფლიქტის ფონზე ჩატარდა.