მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იუწყება BBC
ნამპულას პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბორტზე 130-დან ხუთი ადამიანი გადარჩინა შეძლეს.
ნამპულის პროვინციის სახელმწიფო მდივნის, ხაიმე ნეტოს თქმით, ისინი გაურბოდნენ ქოლერის ეპიდემიას. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.
”იმის გამო, რომ ნავი გადატვირთული იყო და არ განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად, ის ჩაიძირა”, - თქვა ნეტომ.
გემი მიემართებოდა ლუნგიდან მოზამბიკის კუნძულისკენ , ნამპულას სანაპიროზე.
ნამპულას პროვინცია ყველაზე მეტად დაზარალდა ქოლერის ეპიდემიის გამო.
UNICEF-ის მონაცემებით, ამჟამინდელი ეპიდემია ყველაზე უარესია ბოლო 25 წლის განმავლობაში. მოზამბიკის ხელისუფლების განცხადებით, 2023 წლის ოქტომბრიდან ქოლერის 13,700 შემთხვევა დადასტურდა და 30 ადამიანი დაიღუპა.