იემენის სანაპიროსთან ორ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული კომპანია Ambrey ავრცელებს, რომელიც საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხებით არის დაკავებული.
კომპანიამ გააფრთხილა ახლომდებარე გემების ეკიპაჟები, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შესახებ. Ambrey-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი თუ, ვინ განახორციელა თავდასხმა. მანამდე კომპანიამ განაცხადა, რომ ჭურვი ჩავარდა გემის მახლობლად, იემენის პორტ ადენის სამხრეთ-დასავლეთით, ადენის ყურეში.
ბრიტანეთის საზღვაო ძალების საზღვაო გადაზიდვების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, ინციდენტის შედეგად გემი არ დაზიანებულა, მათივე ცნობით, ეკიპაში უსაფრთხოდაა.
ამავდროულად, იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ დარტყმა განახორციელეს ბრიტანული გემისა და რამდენიმე ამერიკული ფრეგატის წინააღმდეგ წითელ ზღვაში, ასევე ორი ისრაელური გემის წინააღმდეგ არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში, რომლებიც ისრაელის პორტებისკენ მიემართებოდნენ.
მედიის ცნობით, ჰუსიტების წარმომადგენლემა იაჰია სარიამ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები 72 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.