მოსკოვის ოლქში, ნოგინსკის რაიონში ნარკოდილერების წინააღმდეგ მოწყობილი ჩასაფრებისას ორი პოლიციელი მოკლეს. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი „112“ ავრცელებს.
ტელეგრამ-არხის ცნობით, ოპერაციის მსვლელობისას ეჭვმიტანილმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.
ამასთან, ტელეგრამ-არხ Mash-ის ცნობით, თავდასხმა სამ პოლიციელზე მოხდა. ევჭმიტანილები მოტოციკლით მიიმალნენ. მოსკოვის ოლქში გეგმა „სირენა“ ამოქმედდა, რომელიც ბოლოს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის დროს იყო გააქტიურებული.