ისრაელში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და ღაზაში „ჰამასის“ მიერ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით.
თელ-ავივში და ისრაელის სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს ერთ-ერთი მძევლის, ელად კაცირის ცხედრის დაბრუნების შესახებ. იანვარში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს ცოცხალი მძევლები, მათ შორის კაცრი.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "არჩევნები დაუყოვნებლივ!" და "ბოდიში, ელად!"
ქუჩებში გამოსულ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ღაზაში ჰამასის მიერ ჯერ დატყვევებული 130 ადამიანის გათავისუფლებას.
ორგანიზატორების ცნობით, საპროტესტო აქციებში 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, სხვა წყაროების მიხედვით, მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 45 ათასი იყო.
თელ-ავივში დემონსტრაციის დროს ხალხში მანქანა შევარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მძღოლი კი დააკავეს. ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრაციას თან ახლდა შეტაკებები პოლიციასთან.
ამავდროულად, მოლაპარაკებები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კაიროში დღეს უნდა გაგრძელდეს. ზოგიერთი ცნობით, ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებშ სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი და ყატარის პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი.