ბრიტანეთსა და ირლანდიაში შტორმი „კეტლინი“ მძვინვარებს, რამაც აეროპორტების მუშაობა შეაფერხა, გაუქმდა რამდენიმე რეისი, ირლანდიაში 34 ათასი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ფერმებსა და დაწესებულებებს. იუწყება Reuters.
ქარიშხალი „კეტლინის“ მიერ გამოწვეულმა შეფერხებამ გავლენა მოახდინა ავიამიმოსვალზე ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში, მათ შორის მანჩესტერსა და ბელფასტში.
ასევე შროტმმა ხელი შეუშალა სარგინიგზო მიმოსვლას შოტლანდიაშიც.
ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა „კეტლინი“ 2023-24 წლების სეზონის მე-11 შტორმად დაასახელა.