ფლორიდაში, მაიამიში სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი, დაიჭრა, მათ შორის პოლიციელი. ამის შესახებ NBC იუწყება.
ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთ ბარში კლიენტებს შორის შელაპარაკება მოხდა. დაცვის თანამშრომელი იძულებული გახდა ჩარეულიყო. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
გაქცევის მცდელობისას თავდამსხმელმა გამვლელებს ესროლა, დაჭრა ორი მოქალაქე და პოლიციის ოფიცერი.
ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკაში გადაიყვანეს დაჭრილი ოფიცერიც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი საპატრულო პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა.