სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ პიტერ პელეგრინი ხმების 53,12%-ით იმარჯვებს.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა, მმართველი კოალიციის კანდიდატმა, პარტია „ხმის“ ლიდერმა პიტერ პელეგრინიმ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53,12%-ით გაიმარჯვა.
მისმა ოპონენტმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივან კორჩოკმა ხმების 46,87%- დააგროვა.
პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კოალიციური პარტნიორის პელეგრინის გამარჯვება, ფიცოს საშუალებას მისცემს ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთ ხელში მოაქციოს, ისევე როგორც მისმა უნგრელმა კოლეგა ვიქტორ ორბანმა.
სავარაუდოდ, პელეგრინის, მოუწევს გადადგეს თავისი პარტიის ლიდერის პოსტიდან. ასეთი სცენარის მიხედვით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს პარტია უბრალოდ რობერტ ფიცოს პარტიას შეუერთდეს, რის შემდეგაც ფიცო საპარლამენტო უმრავლესობის სრულ კონტროლს მიუხლოვდება.
შეგახსენებთ, პირველი ტურის შემდეგ კორჩოკმა ამომრჩეველთა ხმების 42,52% მოიპოვა, პელეგრინი კი 37,03%-ით მეორე ადგილზე გავიდა.