დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება რუსეთში კიდევ ერთი სამხედრო ობიექტის - სოფელ აზოვში მდებარე ნავთობსადენის აფეთქების შესახებ. იუწყება უკრაინული მედია.
„6 აპრილის ღამეს როსტოვის ოლქში, დასახლებული პუნქტის აზოვის ტერიტორიაზე აფეთქდა მილსადენი, რომლის მეშვეობითაც ნავთობპროდუქტები ადგილობრივი ნავთობბაზიდან პორტისპირა ტერიტორიაზე მდებარე ტანკერებისკენ მიემართებოდა, - აღნიშნულია დაზვერვის განცხაედბაში.
მათივე ცნობით, ნავთობპროდუქტებით ტანკერების დატვირთვა გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.
დაზვერვა განმარტავს, რომ ობიექტს რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.