საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურამ ზოგან 31 გრადუსს მიაღწია, რაც წელიწადის ამ დროისთვის იშვიათი მოვლენაა.
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი სითბური ტალღებით ხსნიან.
ჩრდილოეთ აფრიკიდან თბილი ჰაერის მასების გადაადგილების გამოც ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად ესპანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ორტეზში, პარასკევს შუადღისას ჰაერის ტემპერატურამ 31°C მიაღწია.
ამავე რეგიონის ქალაქ ბიარიცში, 4-დან 5 აპრილამდე, პირველი „ტროპიკული ღამე“ დაფიქსირდა - ტემპერატურა 20°C-ზე დაბლა არ ჩამოსულა. შედარებისთვის, 2023 წელს, ზაფხულის სეზონზე ქალაქისთვის პირველი „ტროპიკული ღამე“ 7-8 ივნისს დადგა.