მას შემდეგ, რაც ორსკში, ორენბურგის რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქში, კაშხალი გაირღვა, ქალაქის ძველ ნაწილში წყლით იტბორება, სადაც ძირითადად კერძო სექტორია განთავსებული.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორსკში წყლით უკვე დაიფარა 2 400- მეტი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 700-ზე მეტი ადამიანი.
მედიის ცნობით, დატბორილი რაიონების პატრულირებისას სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ქალაქ ორსკში კაშხალი 5 აპრილს, გვიან საღამოს გაირღვა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.