სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც მმართველი კოალიციის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პროდასავლელი ივან კორჩოკი მონაწილეობენ.
ქვეყანაში საარჩევნო უბნები 7 საათზე გაისხნა და 22 საათზე დაიხურება.
მეორე ტურის წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან მალევე პორტალ volbysr.sk-ზე გამოქვეყნდება.
მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები გამარჯვებას პარტია „ხმის“ ლიდერს, პიტერ პელეგრინის უწინასწარმეტყველებს.
პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კოალიციური პარტნიორის პელეგრინის გამარჯვება, ფიცოს საშუალებას მისცემს ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთ ხელში მოაქციოს, ისევე როგორც მისმა უნგრელმა კოლეგა ვიქტორ ორბანმა.
თუ პელეგრინი გაიმარჯვებს, მას მოუწევს გადადგეს თავისი პარტიის ლიდერის პოსტიდან. ასეთი სცენარის მიხედვით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს პარტია უბრალოდ რობერტ ფიცოს პარტიას შეუერთდეს, რის შემდეგაც ფიცო საპარლამენტო უმრავლესობის სრულ კონტროლს მიუხლოვდება.
შეგახსენებთ, პირველი ტურის შემდეგ კორჩოკმა ამომრჩეველთა ხმების 42,52% მოიპოვა, პელეგრინი კი 37,03%-ით მეორე ადგილზე გავიდა.