უკრაინული მედიის ცნობით, 6 აპრილის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელეს. იერიშისას მათ გამოიყენეს „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადახვა ტიპის ექვსი რაკეტა.
„მტერმა გამოიყენა S-300-ის ტიპის სამი საზენიტო მართვადი რაკეტა ბელგოროდის რეგიონიდან, Kh-101/Kh-555-ის ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა სარატოვის რეგიონიდან და ერთი კალიბრის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვიდან.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს Kh-101/Kh-555-ის ტიპის ორი რაკეტა, კალიბრის ტიპის რაკეტა და 28 შაჰედ-131/136-ის ტიპის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.