თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა მზადყოფნის დონე გაზარდა ირანის შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელის ან ამერიკის ობიექტებზე, ისრაელის მიერ სირიაში ირანის საელჩოზე დარტყმის საპასუხოდ.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მომდევნო კვირაშია მოსალოდნელი.
სირიაში ირანის საკონსულოზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი დაიღუპა. რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე მისი მოადგილე, გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი. თავდასხმის შემდეგ გაჩნდა ესკალაციის სერიოზული რისკი ისრაელსა და მის რეგიონულ მოწინააღმდეგეებს შორის.
ირანმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას ისრაელს "მტკიცე პასუხი გასცეს".
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განიხილა მოსალოდნელი საფრთხე.
„მას შემდეგ ჩვენი გუნდები რეგულარულ და მუდმივ კონტაქტში არიან. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის დაცვას ირანის საფრთხეებისგან“, - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.