რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად 600-მდე სახლი წყალმა დაფარა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ქალაქ ორსკის ე.წ. ძველ უბანში, სადაც ძირითადად კერძო სექტორია განლაგებული, წყალი მატულობს. ამ დროისთვის ცხრა ქუჩაზე 600-მდე სახლი დატბორილია", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ქალაქ ორსკში კაშხალი 5 აპრილს, გვიან საღამოს გაირღვა.
მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა.