რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ოპერატიული სამსახურების ინფორმაციით, წყალდიდობის ზონაში შესაძლოა 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქში კაშხლის ნაწილი გაირღვა.