საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ლიეტუვასთან მატჩით გახსნა და ქულა მოიპოვა – 2:2.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. გოლი თეონა ბაქარაძემ გაიტანა.
მე-19 წუთზე ბაქარაძემ მეორე გოლი გაიტანა გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ერთ წუთში ლიეტუველებმა საქართველოს ნაკრების დაცვის შეცდომით ისარგებლეს და უგნე ლაზდაუსკაიტემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 59-ე წუთზე კი ანგარიში გაგვითანაბრეს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 აპრილს, ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში, ბელარუსთან გამართავს.