ნიუ იორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი მეზობელ შტატ ნიუ ჯერსიში იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ ჯერსიში, უაიტჰაუს სადგურთან იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ბრუკლინში, ასევე ბალტიმორის, ფილადელფიის, კონეკტიკუტისა და აშშ-ის სანაპიროს სხვა რაიონების მცხვორებლებმა, რომელთათვისაც მიწიძვრა უჩვეულო მოვლენაა.
ნიუ იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოკულმა განაცხადა, რომ მიწისძვრა მთელ შტატში იგრძნობოდა. ”ჩემი გუნდი აფასებს შედეგებს და შესაძლო ზარალს. საზოგადოებას ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში მივაწვდით,” - თქვა ჰოკულმა.