ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდ თანამშრომელზე თავდასხმის გამო ორი მაღალი რანგის ოფიცერი და რამდენიმე მეთაური სამსახურიდან გათავისუფლდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დამოუკიდებელი სამხედრო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ომის დროს ინციდენტების გამოძიებაზე.
2 აპრილს ღაზაში ისრაელის იერიშს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლონეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის მოქალაქეები.
გამოძიებით გაირკვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრებმა მანქანაზე იერიში მიიტანეს იმიტომ, რომ ეგონათ, მანქანით ჰამასის მებრძოლები გადაადგილდებოდნენ. იმავე დასკვნის მიხედვით, ინციდენტის თავიდან აცილება შეიძლებოდა.