ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. იუწყება Reuters.
გავრცელებული ცნობით, გასულ ღამეს დაზარალებულ რაიონებში კიდევ 50-მდე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ზოგიერთი მათგანი დედაქალაქ ტაიბეიშიც იგრძნობოდა.
400-მდე ადამიანი ეროვნულ პარკშია ჩარჩენილი. მაშველების თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან, ვერტმფრენებით დაშავებულები გამოჰყავთ და იქ დარჩენილებს საჭირო დახმარებას აწვდიან .
„წვიმა ზრდის ქვათაცვენისა და მეწყერების რისკს, რაც ამჟამად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს“, - აცხადებენ მაშველები.
ამ დროისთვის ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგული 18 ადამიანის შესახებ, მათგან სამი ავსტრალიისა და კანადის მოქალაქეები არიან.
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა. ეს არის ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტაივანის ქალაქ ჰუალიანიდან სამხრეთით 18 კილომეტრში მდებარეობდა.