მედიის ცნობით, რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
თვითმხილველთა თქმით, 60-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს, რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. აეროდრომზე შეტევა დაადასტურა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმაც, მისი მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 40-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.
მისივე თქმით, დაზიანდა ელექტროქვესადგური.
მოროზოვსკის სამხედრო აერდორომზე ბაზირებულია სუ-24-ის, სუ-24მ-ის და სუ-34-ის ტიპის ბომბდამშენები.