ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა ზეწოლა მოახდინონ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერზე, მაიკ ჯონსონზე, რათა მან კენჭისყრაზე გაიტანოს კანონპროექტი უკრაინის დახმარების შესახებ. იუწყება Politico.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ ტელეფონით ან, ჩემს შემთხვევაში, პირადად შევხვდეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ჯონსონს რათა მავაღწიოთ კანონპროექტის დამტკიცებას“, - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.
ის დარწმუნებულია, რომ ამაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებს რეალური როლი აქვთ.
ქემერონმა ასევე მოუწოდა ევროპას გააორმაგოს ძალისხმევა, რათა მიაღწიოს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-იან დონეს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების პაკეტის დამტკიცებას წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები აფერხებენ. თეთრმა სახლმა არაერთხელ გააფრთხილა, რომ ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კიევის საომარ ძალისხმევას ბრძოლის ველზე.