ხარკოვისა და სუმის ოლქების საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აბსოლუტურად გადაუდებელი საჭიროებაა, - ამის შესახებ უკრაინისპრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
”მე დღეს ვესაუბრე სამხედროებს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან ხარკოვი - ზუსტად თავდაცვის თვალსაზრისით. იგივე ამოცანა აქვს ჩვენს ყველა დიპლომატს. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ხარკოვისთვის, ხარკოვის, სუმის და სამხრეთ რეგიონებისთვის აბსოლუტურად გადაუდებელი საჭიროებაა.
მადლობას ვუხდი თითოეულ ქვეყანას, თითოეულ ლიდერს, რომელიც ახლა ეძებს დახმარების შესაძლებლობებს. სრულიად მიუღებელია, რომ მსოფლიოს ამდენი ქვეყანა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ დაუპირისპირდეს ტერორიზმს, არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეუძლია ძირეულად შეცვალოს სიტუაცია. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან 4 აპრილის ღამეს რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტმას ნაძირლური რუსული ტაქტიკა უწოდა.
„რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში საჭირო იყო ანგარიში რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარკოვს, ქალაქზე რუსული დარტყმების შედეგებს. დღეს, დრონებით თავდასხმის გამო, ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსზე. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ჩვენი სახელმწიფო საგანგებო სამსახურის სამი მაშველი. ბიჭები გამოძახებაზე მივიდნენ პირველი დარტყმის შემდეგ და იყო მეორე დარტყმა. ნაძირლური რუსული ტაქტიკა. ვუსამძიმრებ მთელ ოჯახს და მეგობრებს," - თქვა ზელენსკიმ.