ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან რუსეთთან სახმელეთო საზღვარზე საგუშაგოები განუსაზღვრელი ვადით დაკეტილი დარჩება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
გარდა ამისა, 15 აპრილიდან დაიკეტება საზღვაო გადასასვლელი პუნქტები ჰაპასაარიში, ნუიიამაას პორტი და სანტიო, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო გზით არალეგალური მიგრაცია.
რუსეთთან საზღვრის გახსნის შემთხვევაში ფინეთის ხელისუფლება ხედავს მესამე ქვეყნებიდან მოქალაქეების მასობრივი არალეგალური მიგრაციის განახლების რისკს, რომლებიც რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთისას ითხოვენ თავშესაფარს ფინეთში. „რუსეთის მხარეს ფინეთის საზღვართან ახლოს არის ასობით და შესაძლოა ათასობით ადამიანი, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ფინეთის წინააღმდეგ“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა. ფინეთის ხელისუფლება რუსეთის პოლიტიკას „მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციის“ შესახებ განიხილავს, როგორც „ჰიბრიდულ შეტევას“ და „გრძელვადიან საფრთხეს“.
მანამდე მთავრობის წინა გადაწყვეტილება საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მოქმედებდა 14 აპრილამდე.
2023 წლის ნოემბერში ფინეთმა სრულად დახურა სახმელეთო საზღვარი რუსეთთან შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მიგრანტების შედინების ფონზე. ჰელსინკიმ მოსკოვი დაადანაშაულა მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთის პროვოცირებაში.