რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორისტული თავდასხმების სამიზნე, რადგან მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კონფენსიებს შირის თანხმობა ერთობა
"რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორისტული თავდასხმების სამიზნე. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც აჩვენებს რელიგიებს შორის ჰარმონიისა და ერთიანობის, რელიგიათა ერთიანობის, ეთნიკურობის უნიკალურ მაგალითს," - თქვა რუსეთის დიქტატორმა.
პუტინის მტციცებით, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე „კროკუს სითი ჰოლში“ ტერორისტული თავდასხმის დამკვეთთა მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოს ერთიანობის დაზიანება.
„ამ კუთხით, რა თქმა უნდა, და თუ ვიმსჯელებთ იმით, რასაც ახლა გამოძიება გვაძლევს, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ მოსკოვში სისხლიანი ამაზრზენი ტერორისტული აქტის დამკვეთთა მთავარი მიზანი იყო სწორედ ჩვენი ერთიანობის დაზიანება. სხვა არ მიზნები არ ჩანს და არც არის“, - განაცხადა პუტინმა.