ლატვია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ჩხეთის ინიციატივის ფარგლებში პაკეტში შევა ერთი მილიონი ევროს ღირებულების დრონები და ათი მილიონი ევრო უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად.
ამის შესახებ ლატვიის პრემიერმა ევიკა სოლინიამ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სილინიამ განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ლატვია გაგზავნის პირველ დრონებს, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიონი ევროა.
„დრონები უკვე შემოწმდა, ჩვენმა კოლეგებმა უკვე აღიარეს, რომ ისინი აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ლატვია ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში 10 მილიონ ევროს შეიტანს საბრძოლო მასალის შესაძენად.
„უკვე ამ თვეში მოსალოდნელია სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი, კერძოდ ლოგისტიკა, საბრძოლო მასალა და იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - თქვა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.