იუსტიციის სახლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა.
“დღეიდან, სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.
აღნიშნული მომსახურების დამატებით იუსტიციის სახლი უკვე სრულად ფარავს ენერგოსექტორში არსებულ ყველა სერვისს.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას იუსტიციის სახლში უმასპინძლა და ახალი მომსახურების მუშაობის პროცესი ადგილზე გააცნო.
აღნიშნული სიახლის მიზანს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება წარმოადგენს. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.
იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, დღემდე, 90 982 მოქალაქემ ისარგებლა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.