ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 1038-ს მიაღწია.
ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე, ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ.
ტაივანის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი, სულ მცირე, 52-ია.
ერთ-ერთი სასტუმროს ათობით თანამშრომელი ტაროკოს ეროვნულ პარკში იპოვეს, თუმცა 38 თანამშრომელი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა
ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყრული პროცესის განვითარება მოჰყვა.