უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში, გასულ ღამეს, რუსეთის ძალების იერიშის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 12 ადამიანი. ტერეხოვის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი მაშველია. ისინი დარტყმის შედეგად დაზიანებულ სახლთან იმყოფებოდნენ, როდესაც ოკუპანტებმა „შაჰედით“ კიდევ ერთი იერიში განახორციელეს.
ტერეხოვის ინფორმაციით, მტრის მიერ გაშვებული დრონი 14-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაზიანდა რამდენიმე სართული.