ირმა სოხაძე და გია მაჭარაშვილი სიმღერა „გაიღიმეს“ პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას კრძალავენ, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სიმღერის ავტორები ერთობლივად ავრცელებენ.
სიმღერის ავტორები ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს უპირისპირდებიან, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „აქციის საუნდრეკი გვაქვს - ზღაპრის ბოლო კთილია. ესეც საქმეა".
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სიმღერამ ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული უკვე მეორედ დაიმსახურა. ბედნიერებას ვერ ვფარავთ იმის გამო, რომ ეს სიმღერა ჯადოსნური აღმოჩნდა ჩვენი ბიჭებისთვის და მათ გამარჯვების საუნდტრეკად დარჩა ისტორიას.
ვეხმიანებით, თუმცა ვემიჯნებით ეკა კვესიტაძის ფეისბუქ სტატუსს. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ეს სიმღერა პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს, სწორედ ამიტომ, ვკრძალავთ, ყველანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში/ პოლიტიკური მიზნით, მის გამოყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.