დღეს, 3 აპრილს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.
თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა.
რადიო თავისუფლებას აეროპორტების გაერთიანების წარმოამდგენელმა უთხრა, რომ თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა.
Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.