უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბრიუსელში უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ მოელის, რომ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ხანგრძლივი იყო, თუმცა განხილვის თემების შესახებ კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
"ორივე შევთანხმდით, რომ ბოლო კვირებში გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების დასაძლევად. ამ პოზიტიური ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით შემდგომ კონსტრუქციულ მოვლენებს უახლოეს დღეებში და კვირებში", - განაცხადა კულებამ.
პიტერ სიიარტომ თავის მხრივ ახსენა „ნაბიჯები ორმხრივი ნდობის აღსადგენად“ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში.