საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის უწყების განცხადებაზე დაყრდნობით Le Monde იტყობინება.
შოიგუსთან საუბარში ლეკორნუმ მტკიცედ დაგმო ტერორისტული თავდასხმა „კროკუს სითი ჰოლზე”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთს არ აქვს რაიმე ინფორმაცია ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის შესახებ. ლეკორნუმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს „კროკუსის“ ტრაგედიის გამოყენება.
ფრანგმა მინისტრმა ასევე ცალსახად დაგმო აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში და შეახსენა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლისთვის, ასევე მშვიდობის დამყარების და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისათვის.
Le Monde აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი საუბარი რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მინისტრებს შორის საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.