გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი გუნდის და სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების ეფექტიან განხილვას შედეგზე ორიენტირებული, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
შეხვედრაზე მხარეებმა აგროდაზღვევის, სურსათის უვნებლობის, ასევე, ღვინის ექსპორტის დამატებითი წახალისების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.