შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს 10 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატა.
„ფორდის“ მარკის ჯავშნირებული მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო თუ ქალაქში ინკასირებისთვის არის განკუთვნილი. 10-ვე ჯავშნირებული მიკროავტობუსი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს გადაეცა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მიზანია ოპერატიული მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება.