ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რაც მესამე ასეთი გამოცდაა ამ წლის დასაწყისიდან. ამის შესახებ სამხრეთ კორეული მედია იუწყება.
სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურებისგაერთიანებულმა კომიტეტმა დააფიქსირა რაკეტის გაშვება ფხენიანის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 6:53 საათზე.
რაკეტამ დაახლოებით 600 კილომეტრი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ თვეში სავარაუდოდ, გამოსცადა რაკეტა ჰიპერბგერითი ქობინით.
მარტში ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ზღვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სეულში ვიზიტის დროს.
იანვრის შუა რიცხვებში ფხენიანმა განაცხადა მყარი საწვავის რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ.