ყაზახეთს კავშირი არ აქვს რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში ქარხნების დაბომბვასთან. ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.
„ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სავარაუდოდ თავს დაესხნენ თათარეთის რესპუბლიკის ობიექტებს, ყაზახეთის ტერიტორიიდან გაუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებენ უწყებაში.
ის, რომ თავდასხმა შესაძლებელია განხორციელებულიყო ცენტრალური აზიის „ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სტეპების რეგიონებიდან“, განაცხადა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი გურულიოვმა.
კრემლის კარის ჟურნალისტმა დმიტრი სმირნოვმა ასევე არ გამორიცხა, რომ ყაზახეთის ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნას თათრეთში უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად.
ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსგავსი ინსინუაციები მიზნად ისახავს რესპუბლიკის დისკრედიტაციას და მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიას უგულებელყონ გავრცელებულ ხმები.
დღეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში უპილოტო აპარატებით უპილოტო თვითმფრინავების ასაწყობი ქარხანა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ოპერაცია უკრაინიდან ათასი კილომეტრის დაშორებით განახორციელა. უკრაინული უპილოტო აპარატები თავს დაესხნენ „შაჰედის“ ტიპის კამიკაძე აპარატების ასაწყობ ქარხანას. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ნიჟნეკამსკში სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ თათრეთში უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ საწარმოებს ელაბუგსა და ნიჟნეკამსკში, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.