ქალაქ დნიპროზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერჰიი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, 12 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ხუთი ბავშვია.
მისი თქმით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დღეს, 2 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ქალაქ დნიპროზე. ასევე დაზინდა საბავშვო ბაღი, კოლეჯი და საწარმო.