112 მოსახლეობას ამინდის გაუარესების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ," - წერია 112-ის შეტყობინებაში.
მანამდე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი.