რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთს ჰყავს გეოპოლიტიკური მტრები, რომლებსაც შურისძიება სურთ საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტისა და ნაცისტი დიქტატორის ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მსვლელობისთვის.
„რუსეთი, მოგეხსენებათ, თავისი ისტორიის რთულ პერიოდშია, ეს ყველასთვის გასაგებია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენმა გეოპოლიტიკურმა არაკეთილუსნსურველებმა მიზნად დაისახეს გაანადგურონ ის, რაც დარჩა ისტორიული რუსეთისგან, გაანადგურონ მისი ბირთვი, რუსეთი, რუსეთის ფედერაცია და რაც დარჩება დაუმორჩილონ ყველაფერი თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
უცნაურია, მაგრამ ვიღაცას უნდა შურისძიება ისტორიულ პერიოდებში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობისთვის, ჰიტლერისა და ნაპოლეონის წარუმატებელი კამპანიებისთვის რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა თქვა, „ვიღაც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ჰეგემონია დღევანდელ ცვალებად სამყაროში, მათ შორის რუსეთის ხარჯზე“.