სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა დავუთ გიულმა განაცხადა, რომ 25 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
გიულის თქმით, ხანძარი ადგილობრივი დროით 12:47 წუთზე 16- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გაჩნდა.
სარდაფის ორ სართულზე ღამის კლუბი იყო განთავსებული, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა უმეტესობა მუშები იყვნენ.
ხელისუფლება ხანძრის გამომწვევ მიზეზების გამოძიება დაიწყო. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.