ფინეთის ქალაქ ვანტააში, ჰელსინკის ჩრდილოეთით, დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმედ დაშავდა სკოლის კიდევ ორი მოსწავლე.
დაცვის თანამშრომლებმა სასწავლო დაწესებულებასთან 12 წლის მოსწავლე დააკავეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, იარაღი მის ახლობელს ეკუთვნის.
ყველა ბავშვი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე იყო, რომელშიც 7-დან 15 წლამდე 800-მდე მოსწავლე სწავლობს. ვანტაა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ფინეთში, არის ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქი, სადაც 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.